მადრიდის „რეალი“ ჩამოყალიბდა წლევანდელ და მომდევნო სატრანსფერო ფანჯრების მთავარ სტრატეგიაზე. „სამეფო კლუბი“ აპირებს 200 მილიონი ევრო დახარჯოს კილიან მბაპეს და ერლინგ ჰაალანდის გასაფორმებლად.
პანდემიის შემდეგ „რეალს“ ხმაურიანი შენაძენი არ გაუკეთებია და ტრანსფერებზე ეკონომია გააკეთა. „ბლანკოსის“ ბოსებმა უკვე მოიზიდეს 45 მლნ ევრო აშრაფ ჰაკიმის, 30 მლნ ევრო სერხიო რეგილონის და 50 მლნ ევრო რაფაელ ვარანის გასხვისებისგან. ახლა შეიძლება მარტინ ედეგორშიც 40 მლნ ევრო აიღონ „არსენალისგან“.
მიღებული თანხები საკმარისია იმისთვის, რომ რომელიმე ტოპ თავდამსხმელი უკვე ამ თვის ბოლომდე იყიდონ. ნორვეგიელთან დაკავშირებით მას შემდეგ ჩამოყალიბდებიან, როდესაც პარიზელები გაერკვევიან მბაპე დაიტოვონ თუ მაინც დათმონ. ეს კი დიდი ალბათობით ბოლო კვირამდე არ მოხდება.
„რეალისთვის“ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ზარი პარიზიდან და მბაპეს გაყიდვაზე უარის მიღება. ფლორენტინო პერესი უმალ ჰაალანდზე გადაერთვებოდა, ხოლო კილიანს მომდევნო ზაფხულს უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაიყვანდა მადრიდიში.
აი ასე წერს „რეალის“ სატრანსფერო ვნებათაღელვაზე „მარკა“.
GIPHY App Key not set. Please check settings