in

ვის შეხვდება მესის 10-იანი: ბარსა ჩამოყალიბდა

2021/2022 წლების სეზონში „ბარსელონას“ არცერთი ფეხბურთელი არ გავა მოედანზე 10-ნომრიანი მაისურით. ეს ნომერი, ყველას კარგად მოეხსენება, ლეო მესის ეკუთვნოდა.

Diario Sport იუწყება, რომ „ბარსელონას“ არ სურს ვინმეს ემოსოს 10 ნომერი. აუცილებლობის შემთხვევაში მას აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცემენ.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოუტინიოს სურდა ნომერი 10.

გაგახსენებთ, მესი „ბარსას“ აღზრდილია, რომელიც ძირითადში 2004 წლიდან გამოდიოდა. კონტრაქტი 1 ივლისს დასრულდა. მიუხედავად ორმხრივი სურვილისა, თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდა და 34 წლის არგენტინელი პარიზში წავიდა ფეხბურთის სათამაშოდ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი მბაპეს და ჰაალანდის საყიდლად ფულს აგროვებს

ვიდეო: ავღანეთის ნაკრების ფეხბურთელი ქვეყნიდან გაქცევისას დაიღუპა – ხალხი აფრენილ თვითმფრინავს ჩამოეკიდა