in

ვიდეო: ავღანეთის ნაკრების ფეხბურთელი ქვეყნიდან გაქცევისას დაიღუპა – ხალხი აფრენილ თვითმფრინავს ჩამოეკიდა

ქაბულში დაიღუპა ავღანეთის U-16 ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ზაკი ანვარი. ის აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავით ცდილობდა ქვეყნიდან გაქცევას.

ანვარი მათ შორის აღმოჩნდა, ვინც შეეცადა ლაინერის აფრენის დროს ბორბლებს მოჭიდებოდა. შასის ნაწილში არ არის ჟანგბადი, ამიტომ ზაკი სხვა ავღანელ დევნილებთან ერთად უჰაერობისგან გაიგუდა. ინციდენტი ჯერ კიდევ ორშაბათს, 16 აგვისტოს მოხდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ ამოიცნეს.

ჟურნალისტი ბაბაკ ტაგხვაი C-17A-ს ეკიპაჟზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩამოკიდებული დევნილების ცხედრებმა დააზიანა შასის გახსნის ნაწილი, რის გამოც თვითმფრინავმა იძულებითი დაშვება მოითხოვა ყატარში. რეპორტიორმა ტვიტერზე დაამატა, რომ ზაკი ანვარის სხეული რამდენი ნაწილად გაიფანტა.

ავღანეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დადგა, რაც ქაბული „თალიბანმა“ დაიკავა. პრეზიდენტი აშრაფ განი უკვე გაიქცა ქვეყნიდან.

ავღანეთში იყო სპორტი, აწი არაფერი აღარ იქნება

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვის შეხვდება მესის 10-იანი: ბარსა ჩამოყალიბდა

ფოტო: Charlie Hebdo-მ ახალი ნომერი მესის და პსჟ-ს ავღანეთის მოვლენებთან კავშირს მიუძღვნა