in

რეალის გარდა ბევრი სხვა გუნდიცაა: ხვიჩა ნაპოლის გარდა სხვაგან არ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელიასადმი მადრიდის „რეალის“ მხრიდან გაჟღერებულ ამბავზე კომენტარი გააკეთა ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა, რომელმაც დაასტურა ეს ინტერესი. მან ინტერვიუ მისცა CalcioNews24-ს და ხვიჩას ნეაპოლში კომფორტული ყოფა აღნიშნა.

„რეალზე“ შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩათი ბევრი სხვა კლუბიცაა დაინტერესებული, მაგრამ ის მხოლოდ იტალიის ჩემპიონატის მოგებაზე და ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ფიქრობს. ხვიჩას აქ მოსწონს. მითხრა, რომ იტალიაში თავს მხოლოდ „ნაპოლიში“ ხედავს და სხვა იტალიურ გუნდში არასოდეს არ ითამაშებს. ის ნეაპოლში ისე ცხოვრობს, როგორც საკუთარ სახლში. ხვიჩა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ მოუტანოს ნეაპოლელებს ბედნიერება“.

22 წლის კვარაცხელიამ იტალიის სერია ა-ში 9 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი დააგროვა, ხოლო „ნაპოლი“ მყარად დგას პირველ ადგილზე და „ინტერს“ მთელი 15 ქულით ასწრებს.

ბოლოს მადრიდის „რეალის“ დაინტერესებაზე ის ითქვა, რომ „სამეფო კლუბი“ ეცდება ზაფხულში დორტმუნდის „ბორუსიიდან“ ჯუდ ბელინგემი წაიყვანოს და თუ ეს ვერ მოახერხა, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე გადაერთვება.

მადრიდი არ ივიწყებს კვარაცხელიას: გადაერთვება თუ არა რეალი ხვიჩაზე

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბენზემამ რაულს გაასწრო და ტოპ 5-ში შეძვრა: რეალი ბევრ პენალტს ურტყამს

მამარდა ახლაც შეუცვლელია: რას აპირებს ბარახა ვალენსიაში