in

მადრიდი არ ივიწყებს კვარაცხელიას: გადაერთვება თუ არა რეალი ხვიჩაზე

მადრიდის „რეალის“ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესის შესახებ ამბები განახლდა.
რამდენიმე გამოცემაში უკვე შევხვდებით „სამეფო კლუბის“ მხრიდან ქართველის დაინტერესებაზე.

თუმცა არის რამდენიმე მომენტი, აქედან ორი შედარებით ყურადსაღებია. ერთი, რომ ჯობს გუნდში დარჩეს კარლო ანჩელოტი, რომელსაც მოსწონს ჩვენიანი და ადრეც უთქვამს, რომ ხვიჩას თამაში მისთვის სიურპრიზი არ არის და როდესაც „ნაპოლიში“ მუშობდა მასაც სურდა კვარას დამატება.

მეორე – ჯუდ ბელინგემია. თუ „რეალი“ ინგლისელს ვერ დაიმატებს, კვარაცხელიას ტრანსფერზე გადაერთვება, რომლის თამაშსაც მადრიდში ყურადღებით ადევნებენ თვალს.

თავად კვარაცხელიას კი არაერთხელ უთქვამს, რომ „რეალში“ თამაში მისი ოცნებაა, ხოლო ფეხბურთელებიდან გუტის და კრიშტიანოს გამოყოფს.

„ნაპოლიმ“ გასული წლის გაზაფხულზე კვარაცხელიაში 10 მილიონი ევრო გადაიხადა, ახლა კი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა. თუმცა ზოგიერთ გამოცემაში 80 მილიონიც არის ნახსენები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საკლუბო მუნდიალი 32-იანი ხდება, ნამდვილ მუნდიალზე 3 მასპინძელი უკვე დაუშვეს

ფავორიტი ბაიერნია: ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას – კომპიუტერის ვერსიით ნაპოლი მესამეა