in ,

რა იყო, წუწუნის დროა – კომენტარები რეალი-ბარსელონას შემდეგ

მადრიდის „რეალმა“ კლასიკოში 2:1 გაიმარჯვა, 66 ქულა მოაგროვა და დროებით სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. მის მსგავსად თანაქალაქელ „ატლეტიკოსაც“ 66 ქულა აქვს, მაგრამ 30-ე ტურის შეხვედრა „ატლეტიკოს“ დღეს საღამოს უწევს. „ბარსელონას“ კი 65 ქულა დარჩა და ეს სამი გრანდი ბოლო ტურებში ალბათ ნამდვილს ომს გააჩაღებს.

რეალმა კლასიკო მოიგო და ბარსას გადაასწრო

წვიმიანია, მაგრამ ცხელი კლასიკოს შემდეგ კომენტარებიც გაკეთდა.

ზინედინ ზიდანი:
„შესანიშნავი მატჩი იყო. ნამდვილად არ ყოფილა იოლი, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. გვქონდა მესამე გოლის გატანის შანსიც. მსაჯმა თქვა, რომ პენალტი „ბარსელონას“ სასარგებლოდ არ ყოფილა, მან ასე გადაწყვიტა და მორჩა.
არ ვილაპარაკებთ მარტო მსაჯზე, ვისაუბრებთ იმაზე, რა გავაკეთეთ მოედანზე. ახლა შეგვიძლია დავტკბეთ ამ მოგებით და „ლივერპულთან“ შედეგით, რადგან ამ ორი გამარჯვების გამო დაუღალავად ბევრი ვიშრომეთ“.

რონალდ კუმანი:
„თუ „ბარსელონას“ მხარეს ხართ, არბიტრის ორი გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილო იქნებით. პირველ ტაიმში კარგად არ გვითამაშია, მეორეში უკეთ გამოვიყურებოდით. მხოლოდ ის მინდა ვთხოვო მსაჯს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ბრაიტვაიტის წაქცევაზე პენალტი უნდა დაედო, ხოლო დამატებული 4 წუთიდან, 2 თუ 3 წუთი ლაპარაკზე დახარჯა. პენალტი იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა შევეგუოთ და მოვკეტოთ“.

ნაჩო:
„მნიშვნელოვანი იყო მოგვეგო. კლასიკო – ყოველთვის განსაკუთრებული მატჩია. ამ მატჩმა ფინალი გამახსენა, ბრძოლა მოგვიხდა. ორი შესანიშნავი გოლი გავიტანეთ, მაგრამ მერე გავწვალდით. მნიშვნელოვან მატჩებში კარგად გამოვდივართ“.

ტიბო კურტუა:
„უნდა მოგვეთმინა და კარგად დაგვეცვა თავი. გაგვიმართლა, რომ ბოლოს ბურთი ძელს მოხვდა. მცირე წვიმა ბევრს არაფერს ცვლის, მაგრამ ასეთი თავსხმის გამო ხელები გეყინება. სულ ვცდილობდი მემოძრავა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გონებას დავკარგავდი“.

სერხი რობერტო:
„ბოლომდე ვდილობდით. დასანანია, რომ ფრედ ვერ ვითამაშეთ. ლა ლიგა დაძაბული ჩემპიონატია. ვინ გახდება ჩემპიონი, ბოლოს გაირკვევა. გამიკვირდა, რომ მსაჯმა VAR არ ნახა“.

მარკო ასენსიო:
„შესანიშნავი სამუშაო. მნიშვნელოვანი გამარჯვება მატჩში, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულია“.

ოსკარ მინგესა:
„ჩემი გოლი არაფერს ნიშნავს, მაგრამ ვამაყობ გუნდით. ჩვენ ისევ ახლოს ვართ და წინ დიდი მატჩები გველოდება. „ბარსელონა“ რჩება საჩემპიონო რბოლაში“.

ლუკა მოდრიჩი:
„რეალის“ ნახევარმცველმა პიკეს წაკბინა:

რა იყო, წუწუნის დროა?
ნახე, რამდენი დაამატა?
და რამდენი გინდოდა?

აღვნიშნოთ, რომ პიკე თადარიგში იყი, მაგრამ ვერ მოითმინა და თამაშის შემდეგ მოედანზე ჩავიდა, რათა საკუთარი უკმაყოფილება გამოეთქვა. მსაჯმა ის გააფრთხილა.

ვინისიუსი:
„რეალ მადრიდ, მე შენ მიყვარხარ“.

ბოლო კლასიკოებს რეალი იგებს: მესის 7 გასროლა, 21 წელი ჯარიმის გარეშე და კლასიკოს საინტერესო ფაქტები

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ზლატანი მსაჯთან ლაპარაკის გამო გააგდეს – რა უთხრა ამისთანა?

მსოფლიოს უძვირფასესი ფეხბურთელის მდიდრული ცხოვრება – კილიან მბაპე