in

მსოფლიოს უძვირფასესი ფეხბურთელის მდიდრული ცხოვრება – კილიან მბაპე

კილიან მბაპე ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. პსჟ-ს თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი კოლოსალურია. მისი გადაბირება მხოლოდ ყველაზე მდიდარ და თან ისტორიულ გუნდებს თუ შეუძლიათ. ფეხბურთის მომავალი მისია. სწორედ მბაპე უნდა გახდეს მესისა და რონალდოს მემკვიდრე მსოფლიო ფეხბურთში. საინტერესოა, რომ სტატისტიკურად ადრეულ ასაკში მას უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე მესის და რონალდოს ქონდათ.

მბაპე ამჟამად ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა, რომელიც უკვე გახდა ვარსკვლავი, მთავარია ამ დიდებამ ის არ გააფუჭოს.

სად ცხოვრობს?
2017 წლის ბოლოს იჯარით აიღო ორსართულიანი სახლი (600 კვ/მ) პარიზის ელიტურ გარეუბანში. ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ უაზრობაა ფულის ხარჯვა ასეთი მდიდრული სახლის შეძენაზე.

როდესაც მბაპე „მონაკოში“ თამაშობდა, ის პარტნიორებს თხოვდა მანქანით მიეყვანათ ვარჯიშებზე და მერე უკან სახლში. ახლა მას მთელი ავტოპარკი აქვს, პირველი მანქანა გახდა 35 ათას დოლარიანი Audi Q3.
მეორე ავტოა Ferrari California T (250 ათასი დოლარი). ყავს Range Rover Vogue (50 ათასი ევრო).

მბაპეს შეყვარებულია ალისია აილისი, რომელიც მის საფრანგეთი 2017-ია. გოგონა სამართალს სწავლობს და ადვოკატობა სურს.

მბაპეს ერთ-ერთი მეგობარია ჯიჯი ბუფონი, რომელიც მოგეხსენებათ პსჟ-ში თამაშობდა.

მბაპეს საქმიანობა ფეხბურთს მიღმა პატივისცემას იმსახურებს. მსოფლიო ჩემპიონატზე აღებული საპრიზო თანხა ქველმოქმედებას დაახარჯა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მისთვის არ უნდა გადაეხადათ, რადგან ის ეროვნული დროშის ფერებს იცავდა.

მბაპეს სწრაფი სიარული უყვარს და შვებულებისას გიჟდება ჰიდროსკუტერით სეირნობაზე. ასევე უყვარს კალათბურთის თამაში და მშვენივრად გამოსდის კიდეც.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა იყო, წუწუნის დროა – კომენტარები რეალი-ბარსელონას შემდეგ

ვიდეო: წლის მსახიობი – მეტოქეს ბურთი თავში მოარტყა და უჰ, ვინ იყო ნეტა, მაცოდინაო…