in

რატომ ვერ მოიგო ნაპოლიმ: მილანი ახალი მიზნებისთვის მზადაა

ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური დაპირისპირება ბევრად გამოცდილი „მილანის“ გამარჯვებით დასრულდა: „ნაპოლიმ“ ვერ მოახერხა ევროპაში მრავლისმნახველი გუნდის დამარცხება და ტურნირს გამოეთიშა.

ნეაპოლური განმეორებითი მატჩის შემდეგ (1:1) მწვრთნელებმა თამაში პრესკონფერენციაზე შეაფასეს:

ლუჩანო სპალეტი:

„მილანს“ მომდევნო ეტაპზე გასვლას ვულოცავ. მეტოქემ ორ მატჩში შანსები მაქსიმალურად გამოიყენა. მათ იციან რა გადაწყვეტილებები მიიღონ, როდის მოუმატონ და თავი როდის უნდა დაიცვან.

ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ. სამწუხაროდ, ცუდი რეალიზაციისთვის და გამოუცდელობისთვის დავისაჯეთ. ზოგს სანაკრებო მატჩების შემდეგ ცოტა „სუნთქვა შეეკრა“. დიახ, სანაკრებო ფანჯარამ დაგვაზარალა, მათ შორის, ფიზიკური მომზადების კუთხით. პაუზის შემდეგ აშკარად რაღაც შეიცვალა.

მსაჯები? პირველ შეხვედრაში ისინი ყველამ გააკრიტიკა. დღესაც ლოსანოზე აშკარა პენალტი იყო, რადგან ფეხში ჩაარტყეს. არ შეიძლება მსაჯს გამორჩენოდა, მაგრამ მე არაფერს ვეტყვი. ის ჩვენ მიმართ ძალიან მკაცრი აღმოჩნდა“.

სტეფანო პიოლი:

„ჩვენ ფავორიტად არავინ გვთვლიდა, მაგრამ ამ გუნდს დიდი გული აქვს. ეს არის დამსახურებული გამარჯვება. „მილანმა“ მოახერხა განსაკუთრებული გუნდის დამარცხება. ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივრები გავახარეთ.

გადავწყვეტეთ შედარებით დაბალი პრესინგით გვეთამაშა. რატომ? იმის გამო, რომ ოსიმენს სათამაში სივრცეები არ ჰქონოდა. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მას თავისუფლად არ ემოქმედა.

საუკეთესო თამაში ჩაატარა კრუნიჩმა. ის კარგად კითხულობს თამაშს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

შესაძლოა, ნახევარფინალში „ინტერს“ შევხდეთ, რაც ორ ლამაზ დაპირისპირებას გვაჩუქებს. რა თქმა უნდა, გაჩერება არ გვინდა. გუნდი მზადაა, ახალი მიზნების მისაღწევად იბრძოლოს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა მაინც ყველაზე კარგი იყო: რა შეფასება დაუწერეს კვარას

ხვიჩას ბოდიში და მადლობა: რთულია, როდესაც თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს