in

რატომ არის ხვიჩა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი: სტატისტიკა დადეს

ხვიჩა კვარაცხელიას ტრიუმფალურ სეზონზე გამოხმაურებები გრძელდება. ქართველი ფეხბურთელი სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ბუნებრივია, ამ მოსაზრებას ყველა არ ეთანხმება, ეს ფეხბურთია და ლოგიკურიცაა კამათი.

იტალიურ მედიაში კი ხვიჩას სტატისტიკური მონაცემები გავრცელდა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს თუ რატომ არის ჩვენიანი საუკეთესო.

რატომ გახდა კვარა საუკეთესო ფეხბურთელი

კვარამ ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. ეს არის რეკორდი. საქმე ისაა, რომ იტალიის ჩემპიონატში თამაშის პირველ სეზონში ასეთი შედეგი არავის არ ჰქონია, თვით დიეგო მარადონას ჩათვლით.

გავიხსენოთ ისიც, რომ კვარაცხელია 2006/07 წლების სეზონის შემდეგ პირველია, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში პირველ სეზონში ორმაგი დუბლი შეასრულა (მინიმუმ 10 გოლი და 10 საგოლე პასი).

კვარა დე ლაურენტისის „ნაპოლიში“ მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც პირველ სეზონში 20-ზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა. ქართველამდე ეს გაუკეთებიათ კავანის (2010/11), იგუაინსა და კალეხონს (ორივე 2013/14).

ქართველი ასევე ერთადერთია მთელ ჩემპიონატში, რომელმაც კარში 70-ზე მეტჯერ დაარტყა და თანაგუნდელებს 50-ზე მეტი საგოლე შანსი შეუქმნა. ამასთან, ხვიჩამ კონტრშეტევაზე ყველაზე მეტი მომენტი შექმნა (26).

მოკლედ, დაიმსახურა ხვიჩამ ეს ჯილდო…

ხვიჩა ევროპის ყველაზე პროდუქტიულ ფეხბურთელებსა და ტოპ ლიგების მეპასეებშია

ხვიჩა მეცამეტეა: სეზონის 21 საუკეთესო ფეხბურთელი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანდ მოსაგებად მოვდივართ: ბელგიას საქართველოში გამარჯვება და ოლიმპიადა უნდა

მამარდა ევროპა ლიგის სპეციალისტს მოუნდა: სევილიას ქართველ მეკარეში დიდი კონკურენტები ჰყავს