in

მამარდა ევროპა ლიგის სპეციალისტს მოუნდა: სევილიას ქართველ მეკარეში დიდი კონკურენტები ჰყავს

გასულ სეზონში რამდენიმე ჩვენიანმა ისე ითამაშა, რომ სანამ საბოლოო წერტილი არ დაესმევა, მათ შესახებ ალბათ ყოველდღიურად გავიგებთ სპეკულაციებს დაინტერესებულ კლუბებზე. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გიორგი მამარდაშვილია, რომელსაც მშვენიერი სეზონი ჰქონდა ლა ლიგაში და უამრავი გუნდის ყურადღება მიიპყრო, როგორც ესპანურების, ასევე უცხოეთიდან.

გიორგი კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს – ევროპა ლიგის კიდევ ერთხელ გამარჯვებულ „სევილიას“. სევილიელებს ძალიან მაგარი მეკარე ჰყავთ, მაროკოელი იასინ ბონო. საქმე კი ისაა, რომ შესაძლოა მან დატოვოს გუნდი და მამარდას საკითხიც ამის შემდეგ გახდება აქტუალური.

ესპანური პრესა ასევე წერს, რომ ქართველი მეკარით დაინტერესებული არიან „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ვილიარეალი“, მადრიდის „ატლეტიკო“ და „პორტო“.

ამათში „ტოტენჰემის“ დაინტერესებაზე უფრო აქტიურად იწერება, მით უმეტეს, რომ გუნდიდან წავიდა ვეტერანი ფრანგი უგო ლორისი და ვერც სხვებმა გამოიდეს თავი.

აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილმა “სევილიას” წინააღმდეგ სტუმრად მაგრად ითამაშა (1:1) და ორი სუპერსეივი შემოგვთავაზა. აგერ გავიხსენით:

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ არის ხვიჩა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი: სტატისტიკა დადეს

მიქაუტაძით არსენალი დაინტერესდა და ფულსაც ჩამოდის