in

მიქაუტაძით არსენალი დაინტერესდა და ფულსაც ჩამოდის

საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ამავდროულად გახდა ტურნირის ბომბარდირიც, „მეცში“ ალბათ აღარ დარჩება. ქართველი ფორვარდის მიმართ ინტერესი ისედაც დიდი იყო, მაგრამ ახლა კიდევ ერთი ძალიან სერიოზული გუნდი გამოჩნდა და საქმეს ისეთი პირი უჩნს, არც თუ უსაფუძვლოდ. საუბარია ლონდონის „არსენალზე“, რომელსაც მაგარი სეზონი ჰქონდა პრემიერლიგაში და მხოლოდ დასკვნით ეტაპზე დაუთმო ჩემპიონობა „სიტის“.

მოკლედ, ინგლისური პრესა წერს და სხვათა შორის Gazzetta dello Sport ადასტურებს ლონდონური კლუბის ინტერესს. სახელდება თანხაც – 17 მილიონი ფუნტი.

საინტერესოა, რომ „არსენალის“ მწვრთნელი მიკელ არტეტა და ტექნიკური დირექტორი ედუ გასპარი ჩვენიანს დანიშვნის დღიდან აკვირდებიან.

სხვათა შორის, იანვარში იწერებოდა, რომ არტეტა ხვიჩა კვარაცხელიათი იყო დაინტერესებული.

გაგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მიქაუტაძის შეძენა “მილანმა“ მოისურვა, მაგრამ ფრანგულ კლუბს შეთავაზებული თანხა ეცოტავა.
ასევე ცნობილია, რომ ქართველით განსაკუთრებულად მოწადინებულია პრემიერლიგაში დაწინაურებული „ბარნლი“. ბოლოს კი კიდევ ერთი ინგლისური გუნდი „ვულვერჰემტონი“ გამოჩნდა.

კონკურენცია ყველა გუნდშია, მით უმეტეს, დიდ გუნდებში, თუმცა „არსენალს“ ცენტრფორვარდის ადგილზე მხოლოდ გაბრიელ ჟეზუსი და ედი ნკეტია (ორივემ ერთად 15 გოლი გაიტანა) ჰყავს. მოკლედ, „არსენალში“ თამაში საოცრებას არ ჰგავს.

რამდენი ხანია პრემიერლიგაში ჩვენი კაცი არ გვყოლია…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა ევროპა ლიგის სპეციალისტს მოუნდა: სევილიას ქართველ მეკარეში დიდი კონკურენტები ჰყავს

ეს რას ნიშნავს: ხვიჩა ოქროს ბურთის ნომინანტობიდან ამოიღეს