in ,

მანდ მოსაგებად მოვდივართ: ბელგიას საქართველოში გამარჯვება და ოლიმპიადა უნდა

საქართველო მალე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩვენს ნაკრებს ჯგუფში ძალიან ძლიერი მეტოქეები ჰყავს. ერთ-ერთი ბელგიაა.
ბელგიელი მწვრთნელი ჟაკ მატისენი გულშემატკივრებს წარმატების მიღწევას ჰპირდება.

„ჯგუფში წარმატება ადვილი არ იქნება, რადგან მასპინძლებს ვეთამაშებით. საქართველოს გარდა, ჯგუფში ძლიერი ნიდერლანდები და პორტუგალია შეგვხვდა. ისინი ტურნირის ფავორიტებად მიიჩნევიან. წინასწარ ხმამაღალი განცხადებები ჩვენი სტილი არ არის, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გულის სიღრმეში ჩვენც გვაქვს ამბიცია.
ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება და 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვება გვსურს“, – აცხადებს ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი.

ბელგიას მთავარი გოლეადორი არ ეყოლება: საქართველოს მესამე მეტოქემაც დაასახელა შემადგენლობა

ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 21 ივნისს ნიდერლანდებთან გამართავს, შემდეგ უკვე ჩვენთან უწევს, 24 ივნისს.

ევროპის ჩემპიონატზე ძლიერი გუნდი გვეყოლება: რა მიზანი აქვს ახალგაზრდულ ნაკრებს საშინაო ევროზე

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუ კარლსრუეში რჩება: კვიპროსელ ქართველებს შეთავაზებები აქვთ

რატომ არის ხვიჩა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი: სტატისტიკა დადეს