in ,

ბელგიას მთავარი გოლეადორი არ ეყოლება: საქართველოს მესამე მეტოქემაც დაასახელა შემადგენლობა

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიური ამბების შემდეგ ქართველი გულშემატკივრების ყურადღება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისკენ არის მიმართული. ჩვენი ჯგუფის ორმა მეტოქემ, ნიდერლანდებმა და პორტუგალიამ შემადგენლობები ცოტა ადრე დაასახელეს და ახლა ეს ბელგიამაც გააკეთა.

შემადგენლობა პორტუგალიამაც დაასახელა: ვინ მოდიან თბილისში

საქართველოს მეტოქე: ნიდერლანდებმა შემადგენლობა დაასახელა – მაგარი კლუბების ბიჭები

აღსანიშნავია, რომ ბელგია საქართველოში საუკეთესო მოთამაშის გარეშე ჩამოვა. ჩვენ მეტოქეს „ლანსის“ თავდამსხმელი ლოის ოპენდა დააკლდა (ბოლოს სეზონში 20 გოლი გაიტანა).

ბელგიელთა 21-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჯეკი მატიისენმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: მაქსიმ დელანგი (“ლიერსი”), სენე ლამენსი (“ბრიუგე”), მაარტენ ვანდევოორტი (“გენკი”)

მცველები: ამინ ალ-დახილი (“ბარნლი”, ინგლისი), ზენო დებასტი (“ანდერლეხტი”), მაქსიმ დე კუიპერი (“ვესტერლო”), კონი დე ვინტერი (“ემპოლი”, იტალია), ლუის პატრისი (“ლეუვენი”), ივუდ პლეტინქსი (“ლეუვენი”), უგო სიკე (“სერკლ ბრიუგე”), იგნასე ვან დერ ბრემპტი (“ზალცბურგი”, ავსტრია)

ნახევარმცველები: ოლივიე დემანი (“სერკლ ბრიუგე”), მანდელა კეიტა (“ანტვერპენი”), რომეო ლავია (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), ელიოტ მატაზო (“მონაკო”, საფრანგეთი), ნიკოლას რასკინი (“რეინჯერსი”, შოტლანდია), არტურ ვერმეერენი (“ანტვერპენი”), ასტერ ვრანკქსი (“მილანი”)

თავდამსხმელები: იოჰან ბაკაიოკო (“პსვ ეინდჰოვენი”, ნიდერლანდები), მიშელ-ანგე ბალიკვიშა (“ანტვერპენი”), შარლ დე კეტელერი (“მილანი”), ლარგი რამაზანი (“ალმერია”, ესპანეთი), იორბე ვერტესენი (“როიალ უნიონი”).

საქართველოს ნაკრები ბელგიას ჯგუფის მეორე შეხვედრაში, 24 ივნისს შეხვდება „დინამო არენაზე“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას იტალიის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს

89-ე წუთიდან ჩემპიონი 3 გუნდი იყო: ბელგიის ფინიში საოცრებაა