in ,

შემადგენლობა პორტუგალიამაც დაასახელა: ვინ მოდიან თბილისში

ევრო 2023-ის ჯგუფში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქის, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რუი ჟორჟემ 25 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელთაგან 23 თბილისში ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ჩამოვა.

პორტუგალია ჩვენს ჯგუფშია და სამივე მატჩს თბილისში ითამაშებს. გახსნის მატჩი სწორედ პორტუგალიასთან გვიწევს, 21 ივნისს. სამხრეთელები 24 ივნისს ნიდერლანდებს, ხოლო 27 ივნისს კი ბელგიას შეხვდებიან.
ყველა მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

საინტერესოა, რომ პორტუგალიელთა რიგებში ორი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები იცნობენ. ერთი გახლავთ გიორგი აბურჯანიას თანაგუნდელი „ჟილ ვისენტეში“, ხოლო მეორე გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“.

ახლახან ცნობილი გახდა ჩვენი კიდევ ერთი მეტოქის, ნიდერლანდების შემადგენლობა.

საქართველოს მეტოქე: ნიდერლანდებმა შემადგენლობა დაასახელა – მაგარი კლუბების ბიჭები

პორტუგალიის ნაკრები:

მეკარეები: სელტონ ბიაი („ვიტორია“), ფრანსისკო მეიშედო („პორტო“), სამუელ სოარეში („ბენფიკა“).

მცველები: ალექსანდრე პენეტრა („ფამალიკაო“), ანდრე ამარო („ვიტორია“), ბერნარდო ვიტალი („ეშტორილ პრაია“), ლეონარდო ლელო („კაზა პია“), ნუნო ტავარეში („მარსელი“), ტომას ტავარეში („სპარტაკი“), ტომას არაუხო („ჟილ ვისენტე“).

ნახევარმცველები: ალფონსო სოუზა („ლეხი“), დავიდ კოსტა („ლანსი“), ანდრე ალმეიდა („ვალენსია“), ფაბიო ვიეირა („არსენალი“), ჟოაო ნევეში („ბენფიკა), ხოსე კარლოსი („ვიტორია“), პაულო ბერნარდო („პაკოშ ფერეირა“), სამუელ კოსტა („ალმერია“), ტიაგო დანტასი (პაოკ), ვასკო სოუზა („პორტო“).

თავდამსხმელი: ფაბიო სილვა („ეინდჰოვენი“), ფრანსისკო კონსეისაო („აიაქსი“), ენრიკე არაუხო („უოტფორდი“), პედრო ნეტო („ვულვერჰემპტონი“), ვიტინია („მარსელი“).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს რას ნიშნავს: ხვიჩა სეზონის ნომინანტებში არ დაასახელეს – კვარას საუკეთესო ფეხბურთელობას უპირებენ?

სევილია გარეთ უკეთესია, ვიდრე შინ: ესპანეთი ბოლო 18 ფინალს იგებს – მოურინიომ მედალი მოისროლა