in

ბუდუ კარლსრუეში რჩება: კვიპროსელ ქართველებს შეთავაზებები აქვთ

სეზონის დასრულების შემდეგ იწყება ახალი საზრუნავი: ვინ სად გააგრძელებს კარიერას, მით უმეტეს, თუ წინა კლუბთან ყველაფერი გრკვეული არ არის. ასეთ ვითარებაში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელიცაა.

საფეხბურთო მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე მომდევნო სეზონშიც მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეში“ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ჩასვლისას ქართველი ფეხბურთელი (იანვარში გადავიდა უნგრული „ფეჰერვარიდან“) ტრავმირებული იყო, ორი თვე მკურნალობდნენ, ამიტომ როდესაც მწყობრში ჩადგა, ცოტას ათამაშებდნენ.
ახალი სეზონისთვის კი ბუდუ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით მოემზადება და მეტი შანსი ექნება ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრენლად.

ლაშა ოდილაძის კლიენტები არიან გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი, რომლებიც კვიპროსის აპოელ-ში გამოდიან. მენეჯერის თქმით, ორივეს თაობაზე არის შეთავაზებები. ქვილითაიას აყვანა კვიპროსის ყველა წამყვან გუნდს სურს. ასევე დაინტერესება არის თურქეთიდან.
დვალითაც დაინტერესდნენ სხვა ქვეყნის გუნდები, თუმცა ლაშას აპოელთან კონტრაქტი აკავშირებს და მის სანავლოდ თანხა იქნება გადასახდელი.

ვნახოთ, რამდენად შორს წავა საუბრები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვის და რას ელაპარაკება დე ლაურენტისი: ნაპოლის ახალი მწვრთნელების ვარიანტი და… სერხიო რამოსი

მანდ მოსაგებად მოვდივართ: ბელგიას საქართველოში გამარჯვება და ოლიმპიადა უნდა