in

რაზე გადის მადრიდისკენ მიმავალი გზა: ზიდანისა და ჰაალანდის საიდუმლო შეხვედრა Adidas-ში

უკვე არაერთხელ დაიწერა, ერლინგ ჰაალანდის მომავალი გუნდის შესახებ. მას “ბარსაში”, “რეალში”, “სიტისა” თუ პსჟ-ში ელოდებიან, თუმცა არ არის გამორიცხული ჯაშუშური სერიალის სცენარი ვიხილოთ.

მადრიდის “რეალმა“ საქმეში Adidas ჩართო. გერმანული bild წერს, რომ თებერვლის დასაწყისში Adidas-ის შტაბ-ბინაში, ზიდანს, ფეხბურთელსა და მამამის შორის საიდუმლო შეხვედრა გაიმართა (ესწრებოდა ჰაალანდის ბავშვობის კუმირი ესპანელი ფეხბურთელი მიჩუც). ფაქტია, რომ ნორვეგიელ ვარსკვლავს Nike-თან კონტრაქტი ამოეწურა, მაგრამ შეხვედრა მხოლოდ ბრენდთან მოსალაპარაკებლად არ ყოფილა მოწვეული.

“რეალის“ აზრით, თუ ფეხბურთელი Adidas-თან გააფორმებს კონტრაქტს, ეს მას მადრიდში გადასვლასთან დაახლოებს. ზიდანი და მიჩუც მაგისთვის მიიწვიეს, რომ ფეხბურთელს სწორი გადაწყვეტილების მიღებში დახმარებოდნენ. Bild-ის წყაროს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოჯახის მეგობარი ივარ ეგია და ადვოკატი რაფაელა პიმენტა.

Nike ჰაალანდს 50 მილიონ ევროს თავაზობს და თებერვალში ამოწურული კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელისთვის Adidasi da Puma-იც იბრძვიან.
ორივე ბრენდმა დაიწყო მოლაპარაკებები მინო რაიოლას ოფისთან. Marca წერს, რომ ფეხბურთელს 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 50 მილიონი ევრო შესთავაზეს – წლიურად 10 მილიონი.

ასე რომ, ერლინგს მოუწევს არა მხოლოდ ახალი კლუბის, არამედ ბრენდის არჩევაც.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Plazadeportivo: სამწუხაროა, რომ მამარდაშვილი გუშინ ვალენსიას საუკეთესო ფეხბურთელი იყო

4 გოლი 5 მატჩში და გმირად მოვლენილი ნიდერლანდელი: არადა იანვარში მისი მოშორება უნდოდათ