in ,

Plazadeportivo: სამწუხაროა, რომ მამარდაშვილი გუშინ ვალენსიას საუკეთესო ფეხბურთელი იყო

გუშინ, ლა ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “ალავესს” დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

მამარდაშვილი ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში იყო და თავი 3 კარგი სეივით დაგვამახსოვრა.

მამარდაშვილის 3 სეივი:ვალენსია ალავესთან დამარცხდა

ისე კი, ხოსე ბორდალასის გუნდმა უსუსტესი მატჩი ჩაატარა.

ესპანური plazadeportivo წერს, რომ გუშინ “ალავესთან” მატჩში საუკეთესო “ვალენსიას” მეკარე იყო.

მამარდაშვილის შეფასება ალავესთან მატჩში

“სამწუხაროა, რომ “ვალენსიამ” გუშინ ისეთი ცუდი თამაში ჩაატარა, საუკეთესო გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილის იყო. გაშვებულ გოლებში მისი დადანაშაულება უსაფუძვლოა. ისე კი, სამი კარგი სეივი განახორციელა”, – წერს ესპანური გამოცემა.

As.com: მამარდაშვილმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა

გიორგი მამარდაშვილმა წელს ლა ლიგაში 8 შეხვედრა ჩაატარა და სამჯერ კარი მშრალად შეინახა.

მომდევნო შეხვედრას ხოსე ბორდალასის გუნდი 24 თებერვალს, “მესტალიაზე” “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილი დოჰას იწყებს: ნიკას ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია

რაზე გადის მადრიდისკენ მიმავალი გზა: ზიდანისა და ჰაალანდის საიდუმლო შეხვედრა Adidas-ში