in

პორტუგალიასთან უკეთ უნდა ვითამაშოთ: მესმის კვარასი და მიქაუტაძის – რამაზ სვანაძე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ ამხანაგურ მატჩი მოუგო კვიპროსს 2:0. მატჩის შემდეგ შეფასება გააკეთა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზს სვანაძემ.

რეპეტიცია განწყობისთვის გამოვიდა: საქართველომ კვიპროსი დაამარცხა

„დიდი ხანია, არ გვითამაშია. იყო დადებითი და უარყოფითი მომენტები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მეტიც შეგვიძლია. პორტუგალიასთან კი უკეთესი თამაში დაგვჭირდება. ყველას მივეცით თავის გამოჩენის შანსი. დასაწყისი კარგი გამოგვივიდა, ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა რეალიზაციაზე მეტი მუშაობაა საჭირო.

სათამაშო სქემა რამდენჯერმე შეიცვალა და გვსურდა, მოგვესინჯა სხვადასხვა ვარიანტი. წიტაიშვილს თავიდან შედარებით მძიმედ გამოიყურებოდა, კიდევ გვაქვს დრო უკეთეს ფორმაში შევიდეს. მას აქვს სათამაშო კლასი, რაც ასეთ ტურნირზე გვჭირდება.

მექვაბიშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა და, იმედია, დაგვეხმარება. მისი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო სტაფი ინფორმაციას მალე მოგვაწვდის

საბოლოო განაცხადში მარტივი არჩევანი არ იყო. უბრალოდ, გაკეთდა არჩევანი და ვფიქრობ, სამართლიანი გადაწყვეტილებაა.

ეროვნული ნაკრებიდან გამოძახებული ხუთი მოთამაშე აუცილებლად ითამაშებს, ისინი 21 ივნისს შემოგვიერთდებიან. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის, ვგულისხმობ დაზიანებებს.

რაც შეეხება კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის მათი არყოფნა. მეორე მხრივ, მოვისმინეთ პოზიცია და მესმის ამ ფეხბურთელების. ისინი სერიოზული ძალა იქნებოდნენ, მაგრამ ვიმეორებ, ადამიანურად მესმის. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ახლა კი მათ ასე გადაწყვიტეს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეპეტიცია განწყობისთვის გამოვიდა: საქართველომ კვიპროსი დაამარცხა

ნაპოლიმ გადაწყვიტა: რუდი გარსია