in

ჩვენ ეს დავიმსახურეთ, ლამაზი ისტორია დავწერეთ: ეს არის თაობა, რომელსაც ბევრის მიღწევა შეუძლია და გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს მისი იმედი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა. გავა დრო ამ დაძაბულ, ნერვულ დღეებს და თამაშებს სულ სხვა პეწით გავიხსენებთ. საქართველოს ნაკრებმა უძლიერეს ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა. ნიდერლანდებთან თამაშის შემდეგ სიხარული და ემოცია ბუნებრივია ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც ჰქონდა.

ვერავინ მოგვიგო: საქართველო პირველია და პლეი-ოფისთვის თბილისში დარჩა – ნამდვილ ევროპაში ვართ

რამაზ სვანაძე:

„გილოცავთ ამ ისტორიულ შედეგს. პირველ ევროპის ჩემპიონატზე, მასპინძლის რანგში და ურთულეს ჯგუფში მოვახერხეთ ¼-ფინალში პირველი ადგილით გასვლა. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, ძალიან დიდ და მაგარ გუნდის პერსონალს და თითოეულ გულშემატკივარს. ისინი ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყვნენ.

ურთულესი პირველი ტაიმი იყო. ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებმა ვერ დაძლიეს ჯგუფურ ეტაპი, ვთვლი, რომ საუკეთესო გუნდი იყო ჩვენს ჯგუფში, რაც მოედანზეც გამოჩნდა. თავი იჩინა ფიზიკურმა და ემოციურმა დაღლილობამ. მიუხედავად ამისა, ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერს გაუძლებს და სწორედ აქ გამოჩნდა ჩვენი მენტალური მხარე. ეს არის თაობა, რომელსაც ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია და გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს ამ თაობის იმედი. ახლა ოთხი დღე გვაქვს ძალების აღსადგენად. ჩვენი უპირველესი მიზანი სწორედ ეს არის.

საერთო ჯამში, ვიმსახურებდით ¼-ფინალში გასვლას. ურთულესი საქმეა ასეთ ჯგუფში პირველი ადგილით გახვიდე. შედეგი ლოგიკურია, ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ძალიან ლამაზი ისტორია დავწერეთ, თუმცა არასდროს ვიხედებით უკან. ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვებაზე ვითამაშებთ. ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა ოცნებაა და ყველაფერს გავაკეთებთ ამ საგზურის მოსაპოვებლად.

ამ თაობასთან თითქმის 5 წელია მუშაობ. ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო ჩატარდა, რომელიც ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავდა. ახლა სწორედ ამ შრომის შედეგებს ვიმკით. მთავარი პრინციპი, რომლითაც 21-წლამდე და ასაკობრივ გუნდებში ვხელმძღვანელობთ, არის სამართლიანობა და ასე ვაპირებთ გაგრძელებას“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვერავინ მოგვიგო: საქართველო პირველია და პლეი-ოფისთვის თბილისში დარჩა – ნამდვილ ევროპაში ვართ

ჩვენ გვჯეროდა, მადლობა ყველას ასეთი გარემოსთვის: ზურიკოსთვის გოლი ყველგან გოლია