in ,

ოქრი კარგადაა: კორონა არ დაუდასტურდა და აპოლონთან ითამაშებს

ნიქოზიის “აპოელის” ქართველ ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კარგადაა. მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა და დიდი ალბათობით, კვირას, ლიმასოლის “აპოლონთან” ითამაშებს.

ოქრიაშვილი ბოლო ტურში “ოლიმპიაკოსთან” პირველი ტაიმის ბოლოს შეცვალეს, რისი მიზეზი ტრავმა არ ყოფილა. თორნიკე ცუდად გახდა და სამწვრთნელო შტაბს ცვლილება თავად მოსთხოვა. თავიდან იყო ეჭვი, რომ კორონავირუსი ჰქონდა, რაც არ დადასტურდა. საქართველოს ნაკრების შემტევი სავარაუდოდ მოიწამლა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი “აპოელში” გასულ ზაფხულს “ანორთოსისიდან” გადავიდა და მიმდინარე სეზონში ორი მატჩი ჩაატარა. სოფრონის ავგუსტის გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო – ჯერ ქულა არ მოუპოვებია და ბოლო ადგილზეა, 19 სექტემბერს კი “აპოლონის” წინააღმდეგ ითამაშებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი ქულა ინგლისელებმა მოაგროვეს

ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა