ნიქოზიის “აპოელის” ქართველ ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი კარგადაა. მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა და დიდი ალბათობით, კვირას, ლიმასოლის “აპოლონთან” ითამაშებს.
ოქრიაშვილი ბოლო ტურში “ოლიმპიაკოსთან” პირველი ტაიმის ბოლოს შეცვალეს, რისი მიზეზი ტრავმა არ ყოფილა. თორნიკე ცუდად გახდა და სამწვრთნელო შტაბს ცვლილება თავად მოსთხოვა. თავიდან იყო ეჭვი, რომ კორონავირუსი ჰქონდა, რაც არ დადასტურდა. საქართველოს ნაკრების შემტევი სავარაუდოდ მოიწამლა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა.
შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი “აპოელში” გასულ ზაფხულს “ანორთოსისიდან” გადავიდა და მიმდინარე სეზონში ორი მატჩი ჩაატარა. სოფრონის ავგუსტის გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო – ჯერ ქულა არ მოუპოვებია და ბოლო ადგილზეა, 19 სექტემბერს კი “აპოლონის” წინააღმდეგ ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings