კვიპროსის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში ქართველების “ანორთოსისმა” “პაეკს” უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მიუხედავად მოგებისა, ეს მატჩი თორნიკე ოქრიაშვილისთვის მაინც უიღბლო გამოდგა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე მოედნიდან უხეშობისთვის გააძევეს. მოედანზე ყოფნის პერიოდში ოქრიაშვილმა პენალტიც მოიპოვა, მაგრამ ვერ გაიტანეს.
მატჩის ერთადერთი გოლი ბრაზილიელი ნახევარმცველის ლუკას სოუზას ანგარიშზეა.
თორნიკე ოქრიაშვილის გარდა, “აპოელის” შემადგენლობაშიც ბუბა დვალიშვილმაც ითამაშა. იგი მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა. გიორგი ქვილითაია განაცხადში არ ყოფილა.
“აპოელმა” სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო, ოთხ ტურში მხოლოდ 3 ქულა აქვს მოპოვებული, ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 3 ოქტომბერს, თემურ ქეცბაიას “ანორთოსისთან” სტუმრად გამართავს. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ოქრიაშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings