in

ოლიმპიადა დამთავრდა, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში გუშინ დაიწყო: ფხენიანი თამაშებს ახლა აშუქებს

ტოკიოს ოლიმპიადა უკვე 5 დღეა დასრულდა, მაგრამ ჩრდილოეთ კორეისთვის ახლა იწყება. ფხენიანის ცენტრალურმა ტელევიზიამ ოლიმპიადის გაშუქება ახლახანს დაიწყო.

ინფორმაციას BBC ავრცელებს. წყაროს ცნობით, კორეის ცენტრალურმა ტელევიზიამ გუშინ აჩვენა ოლიმპიადის ქალთა საფეხბურთო ტურნირის მატჩი დიდი ბრიტანეთის ნაკრებსა და ჩილეს შორის, რომელიც 21 ივლისს გაიმართა.

მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიაში დელეგაცია კორონავირუსისგან თავის დასაცავად არ გაუშვა.

გაგახსენებთ, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა ოლიმპიურ თამაშებზე გაერთიანებული გუნდით წარდგა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევან ყენია მწვრთნელობას იწყებს: ქართველი გერმანიის რეგიონლიგის კლუბში იმუშავებს

განახლებულ მსოფლიო რეიტინგში საქართველო 37-ეა