in

ნონას პირველი შამათი: მოსამართლემ Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე “ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის” წინააღმდეგ” Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შესახებ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ არ გააიზიარა კომპანიის არგუმენტაცია სიტყვის თავისუფლების გამოხატვასთან დაკავშირებით.

“მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით”, – წერია BLB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნონას შამათის მოლოდინში: ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის ექსკლუზიური კომენტარი


გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში 2021 წლის 16 სექტემბერს შევიდა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ “მიზანმიმართულად გაჟღერებულ” მცდარ ცნობებს ეხება. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ის სექსიზმში ადანაშაულებს. თავად დიდოსტატი მოჭადრაკე ამბობს, რომ 1968 წელს, რომელ პერიოდშიც სადავო ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო პარტიები ჩატარებული 60-მდე კაცთან. “ნიუ-იორკ თაიმსი” კი ამავე ჟურნალში 1968 წელს დაბეჭდილ სტატიას იშველიებს, რომლის სათაურიცაა – „ქალბატონი გაფრინდაშვილი დაძაბულ ბრძოლაში 7 კაცს ამარცხებს“.

იურიდიულ ფირმა BLB-ში ნონა გაფრინდაშვილი vs Netflix-ის საქმეს „ღირსების საქმეს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ნონა გაფრინდაშვილი Netflix-სგან მინიმალური თანხას 5 მლნ დოლარს ითხოვს, რადგან მისთვის პატივისცემისა და ღირსების დაკნინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

წყარო: Blb

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოთა არველაძე: ვეცდები ლამაზი, შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ

ირანელი ქალები ფეხბურთზე შეუშვეს