ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა ნინუამ, რომელიც ბოლოს იჯარის წესით თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას “ანორთოსისში” ირიცხებოდა, კვიპროსული გუნდი დატოვა და ისევ თესალონიკის პაოკ-ში დაბრუნდა.
“ვაცხადებთ ნიკა ნინუასთან შეთანხმებისა და საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. წარმატებებს ვუსურვეთ ფეხბურთელს მომავალ კარიერაში და მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდში ყოფნისთვის”, – ნათქვამია კვიპროსული გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.
ნიკა ნინუა “ანორთოსისში” გასულ ზაფხულს გადავიდა, მაგრამ ფამაგუსტურ გუნდში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა. მან მხოლოდ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში პაოკ-ის”მაისურით 13 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ თურქული “ქარაგიუმრუქის” ქართველმა თავდამსხმელმა ვატო არველაძემ კარიერა ინგლისურ “ჰალ სიტიში” გააგრძელოს. როგორც თურქულ მედიაში წერენ, ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი მალე ვატოს ბიძა შოთა არველაძე გახდება.
არველაძე ჰალის მწვრთნელობას უახლოვდება
GIPHY App Key not set. Please check settings