in

ნაპოლის რონალდო იჯარით შეთავაზეს: ხვიჩას გუნდს ხელფასის ფული არ აქვს

„ნაპოლის“ შეთავაზეს „მანჩესტერიდან“ კრიშტიანო რონალდო იჯარით აეყვანა.

ხვიჩა კვარაცხელიას კლუბს პორტუგალიელის აყვანა ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა უთხრა, ამას As ამტკიცებს.

„ნაპოლის“ იზიდავს რონალდოს შესაძლო გადასვლა, მაგრამ ფინანსური სიტუაცია არ აძლევს მსხვილი ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობას. აგენტმა კრიშტიანოსთვის წლიური 8 მლნ ევრო თხოვა ხელფასად, მაგრამ „ნაპოლის“ ამდენის საშუალება არ აქვს.

პორტუგალიელი ფორვარდის ნეაპოლურ კლუბში გადასვლის ორგანიზება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

ნაპოლის რონალდო უნდა: კლუბი მას მარადონას დონის ლეგენდად აქცევს

და ბარემ ესეც: მენდეშმა კრიშტიანოს საკითხი “სპორტინგთანაც” განიხილა. ლისაბონური კლუბის მწვრთნელი ამორიმი წინააღმდეგია ამ ტრანსფერის. რა დრო დადგა: რონალდო რომ არავის აღარ უნდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქომაგებს უჩხუბიათ: ბათუმში პოლონელ ფანებთან ჩხუბი იყო – რუსების მეგობრები ქართველებს რაღაცეებს ესროდნენ

ჯერ რეალი: ამაზონზე მადრიდელები ყველაზე კარგად ვაჭრობენ