in ,

ქომაგებს უჩხუბიათ: ბათუმში პოლონელ ფანებთან ჩხუბი იყო – რუსების მეგობრები ქართველებს რაღაცეებს ესროდნენ

ბათუმის „დინამოსა“ და პოზნანის „ლეხის“ მატჩის დაწყებამდე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხლა-შემოხლა მოხდა. წაკამათდნენ გუნდების ქომაგები. ამის შესახებ „ქართული სპორტის ქომაგები“ ავრცელებენ ინფორმაციას და ფეისბუქ გვერდზე თავად წერენ:

„მატჩისწინა არეულობა ბათუმში. ლეხ პოზნანის 40 ფანსა და ქართველ ფანებს შორის რამდენიმე შეტაკებას ჰქონდა ადგილი მატჩამდე. ჩხუბში რამდენიმე “ქომაგების” წევრიც მონაწილეობდა.
შეტაკება მოულოდნელად დაიწყო, რაც ლეხის ფანების გამაღიზიანებელმა ქცევამ გამოიწვია. ორმხრივ ჩხუბში პოლონელ ფანებს, ბათუმელი გულშემატკივრები და “ქომაგების” წევრები დააუპირისპირდნენ.
ჩხუბი ძირითადად სუფთა ხელებით მიმდინარეობდა და მსუბუქად დაშავებულები ორივე მხარეს ჰყავს“.

ამ პოსტის გარდა, „ქომაგებმა“ ასევე დაწერეს:

„ცნობილია რომ პოზნანის “ლეხის” და მოსკოვის “სპარტაკის” ხულიგნური დაჯგუფებები მეგობრობენ, სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო დავხვდით ქართველები პოზნანელებს “გულთბილად”.

„მატჩამდე დაპირისპირების გარდა, მსგავსი სახის არეულობა ხშირად იყო მატჩის მსვლელობისას, პოზნანელები მათი იარუსის დაბლა მსხდომ ადგილობრივ გულშემატკივრებს სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ…“

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუმ ისევ გაიტანა, საბამ მოატრიალა: ივანიაძე შევიდა და შეაგდო – ქართველები ევროპაში

ნაპოლის რონალდო იჯარით შეთავაზეს: ხვიჩას გუნდს ხელფასის ფული არ აქვს