in

ნაპოლისთან ფიასკოს გამოძახილი: ჰერ იურგენ, ხომ არ გაგიშვებენ?

7 წლის განმავლობაში პირველად, ნამატჩევს იურგენ კლოპს ასეთი რამ ჰკითხეს: ხომ არ გაგიშვებენ გუნდიდან? – მიზეზებს კი მივყვეთ.

გუშინ, ლონდონის “ჩელსიმ” თომას ტუხელი დაითხოვა, რადგან “დინამო ზაგრებთან” დამარცხდა და ტოდ ბოუელმა ჩემპიონთა ლიგის მომგებ კაცს გასასვლელი კარისკენ მიუთითა.

“ლივერპული” კი კიდევ უფრო მძიმედ დამარცხდა. გუნდს საწყის 7 მატჩში 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული და ძალიან მძიმე ფორმაშია. ჰოდა, ამიტომაც დაუსვეს ჟურნალისტებმა ასეთი შეკითხვა კლოპოს.

“არა, არ მგონია, რომ მფლობელები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ დავსხდებით და სიტუაციას გავაანალიზებთ, რათა გამოსავალი ვიპოვოთ, ჩემი აზრით, ეს ასე იქნება” და გარდა ამ სიტყვებისა, კლოპმა გულშემატკივარს ბოდიშიც მოუხადა ძალიან მდარე საფეხბურთო ხარისხის გამო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა ვიცით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მაგარი მატჩები გაიმართა

კარლოს ალკარასმა 5 საათიან თრილერში გაიმარჯვა!