in ,

კვარა ვიცით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მაგარი მატჩები გაიმართა

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” გადასვლამ და იქ ფეერიულმა პერფორმანსებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, შესაბამისად, ქართველმა გულშემატკივარმა ნეაპოლელთა დღის წესრიგი ძალზე კარგად იციან. იცით, რომ გუშინ “ნაპოლიმ” 4:1 გაანადგურა “ლივერპული” და კვარა საუცხოო იყო, მაგრამ ახლა დანარჩენ მატჩებს მივხედოთ.

დავიწყოთ “ნაპოლის” ჯგუფით, სადაც ადრეულ მატჩში, “აიაქსმა” 12 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული “რეინჯერსი” მიწასთან გაასწორა და 4:0 გადაურბინა. ანტონი, მარტინესი, ალე, მაზრაუი, გრავენბერხი, ტენ ჰაგი…. ამ ხალხმა “აიაქსი” დატოვა, მაგრამ ამსტერდამელები ხომ გაიწაფნენ ყოველწლიურად ახალი, გასაოცარი გუნდების მშენებლობაში. სხროიდერის გუნდმა შოთა არველაძის დერბიში (მოგეხსენებათ, შოთა ორივე გუნდში კარგა ხნის განმავლობაში თამაშობდა) შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.

ყველაზე სასურველმა გუნდმა პირველი კალათიდან კი სტატუსის გამართლება დაიწყო. ევროპა ლიგის გამარჯვებულმა “აინტრახტმა” ლისაბონის “სპორტინგს” უმასპინძლა და 0:3 განადგურდა. ამიტომაც იყო ფრანკფურტული გუნდი ყველაზე სასურველი.

“ატლეტიკოსა” და “პორტოს” მატჩი კი სრული სიშლეგე გამოდგა. “ვანდა მეტროპოლიტანომ” ძალზე მშვიდი ტაიმი იხილა, არც ბარათი, არც მომენტები და უცებ, 15 წუთიანი შესვენების შემდეგ დაიწყო ნამდვილი შოუ. პირველი ტაიმი ქარიშხლის წინამდებარე სიმშვიდეს შეგვიძლია შევადაროთ.

50-ე წუთზე კოკემ შეაგდო და ვარმა გააუქმა, 81-ე წუძზე პორტუგალიელი ტარემი გააძევეს, 91-ე წუთზე მატჩის პირველი გოლი გავიდა, ჰერმოსომ “ატლე” დააწინაურა, მაგრამ 96-ე წუთზე კაცნაკლულმა “პორტომ” პენალტის დარტყმის უფლება მიიღო და 1:1. გადავცდით 100 წუთს და 101-ე წუთი მიმდინარეობს, თითქოს ორივე გუნდი ქულაზე ყაბულსაა, მაგრამ აბა ანტუან გრიზმანს ჰკითხეთ, BOOOM და 2:1. კომენტარი ზედმეტია.

“ბარსელონამ” “პლზენს” 5:1 გადაურბინა. რობერტ ლევანდოვსკის ჰეტ-ტრიკი და ბლაუგრანა საქმეშია!

“ბრიუგემ” “ლევერკუზენს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

დღის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი კი მილანში გაიმართა. “ინტერმა” სახეცვლილ “ბაიერნს” უმასპინძლა და რეკორდმაისტერმა უმშვიდესად, 2:0 მოიგო. ჯერ ზანემ გაიტანა მეორე ტაიმში კი დ’ამბროზიომ საკუთარი კარი დალაშქრა. ნაგელსმანის ბიჭებს ულევანდოვსკობა ჯერ არ ეტყობათ.

“ტოტენჰემი” 2:0 “მარსელი”. ყოჩაღ იგორ ტუდორს! მართლაც, “მარსელმა” ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კეინი, სონი, რიშარლისონის ტრიომ პირველ ტაიმში კარშიც კი ვერ დაარტყა და მეორე ნახევარშიც მშვენივრად მიდიოდა საქმე, სანამ სონმა საკუთარი სისწრაფის პრევალირებით მსაჯს მბემბა არ გააძევებინა. ამის შემდეგაც დიდად ვერ აქტიურობდნენ დეზები, მაგრამ 2 კარგი ჩაწოდება და რიშარლისონ დე ანდრადეს დუბლი, კონტემ პირველი ქულები ჩაიწერა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევანდოვსკი გაუმაძღარია: ჩემპიონთა ლიგის საინტერესო ფაქტები და კომენტარები

ნაპოლისთან ფიასკოს გამოძახილი: ჰერ იურგენ, ხომ არ გაგიშვებენ?