in

კლოპი ლივერპულიდან მიდის: ძალა გამომელია

იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს „ლივერპულიდან“ წავა.

56 წლის სპეციალისტმა ამის შესახებ გულშემატკივრებისადმი სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

მასთან ერთად გუნდიდან წავლენ მისი შტაბის მწვრთნელები. პეპ ლეინდერსი დამოუკიდებლად მუშაობის დაწყებას აპირებს.

კლოპმა თქვა, რომ „ძალები უმთავრდება“.

კლოპი „ლივერპულის“ მწვრთნელად 2015 წლის 8 ოქტომებრს დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ინგლისის თასი, ინგლისის ლიგის თასი, უეფას სუპერთასი, ინგლისის სუპერთასი.

ბუქმეკერები მიიჩნევენ, რომ “ლივერპულის” ახალი მწვრთნელი ჩაბი ალონსო გახდება (3.5), რომელიც ამჟამად ლევერკუზენის “ბაიერში” მუშაობს.
მისი მთავარი კონკურენტები არიან კლოპის ასისტენტი პეპ ლეინდერსი (4.0) და “ალ იტიფაკის” მწვრთნელი სტივენ ჯერარდი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი მბაპეს ბევრს ვერ გადაუხდის, როგორც სხვებს – ვინისიუსი დაიმუქრა, დედლაინი არ არსებობს

ყაზაიშვილი ჩინური შანდუნის წევრია