in ,

ნამდვილად სასწაულია, ის რაც ამ სეზონში მამარდაშვილმა ჩაიდინა -ესპანური მედია

საქართველოს ეროვნული ლიგიდან ლა ლიგაში წასული გიორგი მამარდაშვილი პირველივე სეზონში “ვალენსიას” და მთლიანად ლა ლიგის ნამდვილს აღმოჩენად იქცა. ესპანეთში კარგი პრესა გქონდეს საკმაოდ რთულია და ეს გიორგიმ მოახერხა. ბევრი იწერება, რომ 23 აპრილს კოპა დელ რეის ფინალში, “ვალენსიას” კარში სწორედ ის იდგება.

ესპანური მედია: ვილიარეალთან სილესენს კარგი სეივები ჰქონდა, მაგრამ ფინალში მამარდაშვილი უნდა იდგეს

ამჯერად, 21 წლის ქართველი მეკარის შესახებ Deportivovalenciano წერს.

“ვალენსიაში მამარდაშვილის ისტორია ნამდვილად წარმოუდგენელია. როგორ მოხვდა ეს ბიჭი “ვალენსიაში” და როგორ აღმოაჩინეს მისი პოტენციალი. რა თქმა უნდა, გიორგის ძალიანაც გაუმართლა, რადგან სეზონის სტარტზე გუნდის ორი მეკარის ტრავმა, რომ არა შესაძლოა იგი ძირითადში საერთოდაც არ გამოჩენელიყო.

მამარდაშვილთან ბორდალასმაც კარგად იმუშავა. პოტენციალი შესაძლოა ბევრ ფეხბურთელს ჰქონდეს, მაგრამ მის განსავითარებლად შანსს ბევრი არ მოგცემს. “ღამურების” მთავარმა მწვრთნელმა კი, გიორგისთან კარგად იმუშავა. როცა ყველა მეკარე მზად იყო სათამაშოდ, მან ნდობა ისევ ახალგაზრდა მამარდაშვილს გამოუცხადა, რამაც ქართველი მეკარის თავდაჯერებულობა გაზარდა.

თვეების წინ, მამარდაშვილი ყველასთვის უცნობი იყო, ახლა კი უდიდესი ალბათობით 23 აპრილს კოპა დელ რეის ფინალში ითამაშებს.

ქართველი უკვე გუნდის განუყოფელი ნაწილი გახდა და ის რაც მან ამ სეზონში ჩაიდინა სასწაულია. ამ კლუბმა უზარმაზარი ტალანტის მქონე მეკარესთან გააფორმა კონტრაქტი, რომელსაც კიდევ მინიმუმ 15 წელი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.”-წერს ესპანური გამოცემა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოში Var სისტემის დანერგვაზე აქტიური მუშაობა მიდის: ეროვნულ ლიგის წლევანდელ სეზონში ვიდეორეფერი იქნება

გოგა ბითაძე სან ანტონიოში?