კრიშტიანო რონალდომ ნაკრებების დონეზე საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მიიღო.
პორტუგალიელის ანგარიშზე 117 გოლია 189 მატჩში. მან გადაასწრო ირანელ ალი დაეის, რომელსაც 109 გოლი აქვს გატანილი.
„ვამაყობ, რომ ამ მასშტაბის ჯილდო მივიღე. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ერთხელაც ამას მივაღწევდი.
მოხარული ვარ, უკვე მომენატრა ჯილდოები.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში. ეს გრძელი გზა იყო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჯერ არ დასრულებულა.
ვამაყობ ვისთან ერთადაც მითამაშია და ვისთანაც აწი ვითამაშებ.
კრიშტიანო ისევ იხმაურებს“ – თქვა რონალდომ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ღონისძიებაზე.
GIPHY App Key not set. Please check settings