in

რონალდო ისტორიაში პირველი დივიზიონების საუკეთესო ბომბარდირია

კრიშტიანო რონალდო პირველ დივიზიონში ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

პორტუგალიელმა შესაძლოა მის მთავარ მიზანს მიაღწია. ახლა ის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია!

სხვადასხვა უმაღლეს ლიგაში – პრემიერლიგა, ლა ლიგა, სერია ა, პორტუგალიის ჩემპიონატი და ახლა საუდის არაბეთის პროლიგა – რონალდოს კოლოსალური, 527 გოლი დაუგროვდა. ეს უფრო მეტია, ვიდრე წინა რეკორდსმენის შედეგი: ავსტრო-ჩეხმა ფეხბურთელმა იოზეფ ბიცანმა (1931-2001) 526 გოლი გაიტანა.

მარტო „ალ ნასრიში“ რონალდომ 37 მატჩში 32 გოლი გაიტანა და ეს 11 თვეში გააკეთა.

ბოლო შეხვედრაში, როდესაც კრიშტიანომ დუბლი შეასრულა, „ალ ნასრი“ საბა კვირკველაის „ალ ახდუდს“ შეხვდა და 3:0 მოუგო.

ვიდეო: კვირკველია რონალდოს წინააღმდეგ – როგორ ითამაშა საბამ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია პლეი-ოფების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია: მამარდაც ათეულშია

იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარი თქვა: რეჯენის საქმის გამო