in

შოტლანდიამ უკრაინა დიდი სხვაობით დაამარცხა, ერთა ლიგა დაიწყო!

გუშინ, ევროპის ერთა ლიგის ერთადერთი მატჩი გაიმართა და მასში შოტლანდიისა და უკრაინის ნაკრებებმა მიიღეს მონაწილეობა.

სქოთებმა მეტოქე 3:0 დაამარცხეს და ჯგუფში პირველ პოზიციაზეც გადავიდნენ. ნულოვანი ტაიმის შემდეგ ლურჯებმა იძალეს, მაკგინისა და ლინდონ დაიკსის გოლებით დიდი სხვაობით მოიგეს.

ლინდონ დაიკსი ჩემპიონშიფში, “ქპრ”-ს შემადგენლობაში გამოდის, მაგრამ ცვლილებაზე გამოვიდა და დუბლი შეასრულა. საინტერესოა, რომ დაიკსი 2006 წლის შემდეგ პირველი შოტლანდიელი გახდა, რომელმაც ოფიციალურ მატჩში ცვლილებიდან დუბლი შეასრულა. ადრე ეს კრის ბარკმა მოახერხა.

საგულისხმოა, რომ მასპინძელთა კარს 39 წლის ქრეიგ გორდონი იცავდა, უბრალოდ საოცარი ამბავია, ორი მეკარე დეკადაზე მეტია ძირითადში ადგილისთვის ქიშპობს. იქით 41 წლის ალან მაკგრეგორი და აქეთ გორდონი…

კინაღამ დაგვავიწყდა, მატჩი “ჰემპდენ პარკზე” გაიმართა. მონუმენტური მნიშვნელობის არენა, სადაც დიეგო არმანდო მარადონამ პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა და არაერთი საოცარი მატჩისთვის უმასპინძლია.

მოკლედ, დღეიდან დიდი ძალებით, ხვალ მაკედონია მოდის…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩეფერინი: სანამ სიტუაცია არ შეიცვლება რუსული კლუბები ევროთასებზე ვერ ითამაშებენ

მომენატრა ჯილდოები, კრიშტიანო კიდევ იხმაურებს: რონალდოს ბომბარდირის პრიზი მისცეს