in

მიქაუტაძემ ფორტუნათი დაიწყო: საბავშვო აიაქსი ჯერ დასალაგებელია

გიორგი მიქაუტაძის დებიუტი ამსტერდამის „აიაქსში“ შედგა. ვიტყოდით ევროპულ გრანდშიაო, მაგრამ ამ „აიაქსზე“ ძალიან რთულია ამის თქმა. ეს არის სრულიად ახალი გუნდი, რომელიც ალბათ წინამორბედების მსგავსად იტყვის თავის სიტყვას და ამ ბიჭებიდან ბევრი კარგ გუნდშიც მოხვდება. თუმცა მანამდე დიდი გზაა.

„აიაქსი“ ჩემპიონატის მესამე მატჩში სტუმრად სიტარდის „ფორტუნას“ შეხვდა და 0:0.
მიქაუტაძე ძირითადში დააყენეს და ბოლომდე ათამაშეს. გიორგი მონდომებული იყო, სხვანაირად არ ითქმის, მაგრამ ჯერ აშკარად შეთამაშება სჭირდება მთელ გუნდს და ჩვენიანიც ისეთი ეფექტიანი ვერ იყო, როგორც „მეცში“. მოკლედ, დროის ამბავია.

ქართველ ფორვარდს 6.7 დაუწერეს, რაც ბევრიც არ არის, მით უმეტეს თანაგუნდელებმა მეტი მიიღეს, ოღონდ არა ფორვარდებმა.

„აიაქსმა“ ბევრი ფეხბურთელი გაუშვა და ახლა ახლებით თამაში უწევს. თან ეს გუნდი უფრო ასაკობრივ ტურნირზე გასაშვებს ჰგავს. ნახეთ და მერე თავად განსაჯეთ: ჩამოვთვალოთ ამ მატჩის ძირითადში დაწყებული ფეხბურთელების ასაკი: 23 წ (მეკარე), 20, 23, 17, 21, 28, 20, 19, 22 (მიქაუტაძე), 19, 21. შეცვლაზე შესულებიდან კი იყვნენ 18, 20 და 21 წლის ბიჭები.

რაც შეეხება მატჩს, ისეთი თამაში იყო, ფრედ რომ უნდა დასრულებულიყო. „აიაქსს“ არ ჰქონია უპირატესობა, რიგ ეპიზოდებში მასპინძლები ჯობდნენ კიდეც, მაგრამ რაიმე სასწაული არაფერი ყოფილა. თუ არა ჩავთვლით მე-10 წუთზე „აიაქსის“ კარში დანიშნულ პენალტს, რომელიც „ფორტუნელმა“ ფეხბურთელმა ისე დაარტყა როგორც რაგბიში, გარდასახვის დროს, ბურთი ატმოსფეროდან გადაკარგა.

ისე, ამ სიტარდს 4 თამაშიდან ჯერ არ წაუგია და ხელწამოსაკრავი გუნდიც არ არის.
თამაში არც ამსტერდამელებს აქვთ წაგებული. ეს იყო მესამე მატჩი და მეორე ფრე, პირველი მოიგეს და შესაბამისად 5 ქულა აქვთ. და შეუფერებელი მე-11 ადგილი.
მომდევნო მატჩი „აიაქსს“ 17 სექტემბერს უწევს სტუმრად სამიდან სამივეს მომგებ „ტვენტესთან“.

მანამდე მიქაუტაძეს ნაკრებში აქვს გოლები გასატანი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანეთის შემადგენლობა ცნობილია: ვინ მოდიან თბილისში

სადებიუტო: სიგუას პირველი გოლი და გელაშვილის პირველი მატჩი