in

სადებიუტო: სიგუას პირველი გოლი და გელაშვილის პირველი მატჩი

დატვირთული შაბათის შემდეგ კვირას გაგრძელდა ქართველი ლეგიონერების ამბები და არც თუ ურიგოდ. მიქაუტაძეს ჰქონდა დებიუტი „აიაქსში“, საუკეთესო მატჩი არ უთამაშია, მაგრამ მაინც კარგია. დებიუტი ჰქონდა გელაშვილს იტალიაში, ხოლო სადებიუტო გოლი გაიტანა სიგუამ.

მიქაუტაძემ ფორტუნათი დაიწყო: საბავშვო აიაქსი ჯერ დასალაგებელია

საბას მაგარი გოლი, კიტეს მოგებული თამაში, ზურიკოს პასი: როგორ ფორმაში არიან სანაკრებოდ ლეგიონერები

გაბრიელ სიგუამ „ბაზელში“ პირველი გოლი გაიტანა და თავისი გუნდი ლიდერ „ციურიხთან“ შეხვედრაში წაგებას გადაარჩინა – 2:2.
ქართველი მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 0:2-ს აგებდა. სიგუას შესვლიდან ორ წუთში, „ბაზელმა“ ერთი გოლი გაქვითვა.
მერე ჩვენიანმა, 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 90+6-ე წუთზე მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთზე ყველას დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.
სიგუას თამაში 6,9 ქულად შეფასდა.
6 ტურის შემდეგ „ბაზელს“ მხოლოდ 4 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.

წარმატებულ კვირას შეუერთდა გურამ კაშია, რომელმაც გოლი გაიტანა და „სლოვანს“ „პოდბრეზოვასთან“ მოგებაში დაეხმარა – 3:2.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი მცირე ტრავმის შემდეგ „სლოვანს“ კაპიტნის სამკლავურით დაუბრუნდა და სრულად ითამაშა. ძირითადში იყო ჯაბა კანკავაც, რომელიც 78-ე წუთზე შეცვალეს.
კაშიამ გოლი 90+3-ე წუთზე გაიტანა და ეს მხოლოდ გამათანაბრებელი იყო, ერთ წუთში ბარსეგიანმა დუბლი შეასრულა და „სლოვანმაც“ მოიგო.
კაშიას შეფასება 7.7-ია, კანაკავასი – 6.7.

6 ტურის შემდეგ „სლოვანი“ 8 ქულით მე-6 ადგილზეა, თუმცა ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სერია B-ს მე-4 ტურში ორმა ქართველმა ითამაშა. „კრემონეზეში“ ლუკა ლოჩოშვილი „სამპდორიას“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო და 38-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. თამაში 1:1 დასრულდა.
ლოჩოშვილის შეფასება 6.3-ია.

პირველად იყო „სპეციას“ ძირითადში ივა გელაშვილი. ქართველის გუნდმა შინ „კომოსთან“ წააგო 0:1. გელაშვილი შესვენებაზე შეცვალეს. მისი დებიუტი 6.6 ქულად შეაფასეს.

4 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 5 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო „სპეციას“ 1 ქულა აქვს და მე-18-ეა.

რუსეთში, ლუკა გაგნიძე შეცვლაზე შევიდა 72-ე წუთზე მოსკოვის „დინამოს“ რიგებში, რომელმაც სტუმრად „როსტოვი“ 2:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთლის შეფასებაა 6.3.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ ფორტუნათი დაიწყო: საბავშვო აიაქსი ჯერ დასალაგებელია

დი კაპრიო ნაყინით, სელენა გომესი, პრინცი ჰარი და კიდევ ბევრი ვარსკვლავი – მესიმ ჰოლივუდი დაჩრდილა