ლეო მესიმ MLS-ის შეხვედრაში „ლოს ანჯელეს გალაქსთან“ ანგარიში გაათანაბრა (1:1). არგენტინელმა 92-ე წუთზე გადაარჩინა თავისი გუნდი ჟორდი ალბას პასის შემდეგ.
ორ თამაშში მესის ანგარიშზე 2 ქულაა გოლი+პასით (1+1).
თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ „ინტერ მაიამის“ ფორვარდი ზედიზედ 20 წელიწადია ოფიციალურ მატჩებში იტანს გოლს.
პირველი გოლი 36 წლის არგენტინელმა 2005 წლის 1 მაისს გაიტანა „ბარსელონას“ რიგებში ლა ლიგის მატჩში „ალბასეტესთან“ (2:0), როდესაც ის 17 წლის იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings