in

რონალდომ ეგ თქვენი მესი აგერ… კრიშტიანოს გაუთავებელი გოლები არაბეთში

კრიშტიანო რონალდომ „ალ ნასრის“ რიგებში ზედიზედ მე-9 მატჩში გაიტანა.

პორტუგალიელმა ანგარიში გახსნა „ალ შაბაბთან“ შეხვედრაში, მან 21-ე წუთზე პენალტი შეაგდო.

8 დეკემბრიდან მოყოლებული რონალდო ყველა ოფიციალურ შეხვედრაში იტანს – 6 გოლი ჩემპიონატში, გოლი საუდის არაბეთის მეფის თასზე და აზიის ჩემპიონთა ლიგის ორ თამაშში. ამ დროში მან 10 გოლს მოუყარა თავი.

რონალდომ მიმდინარე სეზონში 31 შედეგიანი მოქმედება შეასრულა.
საუდეთის ლიგაში კრიშტიანომ 20 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.
ის ჩემპიონატის ბომბარდირია და პირველზეა „გოლი+პასის“ მიხედვითაც.

სულ კი „ალ ნასრის“ რიგებში რონალდოს 60-ზე მეტი შედეგიანი მოქმედება დაუგროვდა. ამჟამად მას 48 გოლი და 13 პასი აქვს 54 მატჩში (2022 წლის 30 დეკემბრიდან, რაც არაბულ გუნდში გადავიდა).

გამარჯვების შემდეგ რონალდოს რეაქცია ჰქონდა ფანების შეძახილზე.
თამაშის დასრულების შემდეგ მან გაიგონა, რომ მასპინძელთა ფანები ყვიროდნენ „მესი! მესი!“. და დემონსტრაციულად მიიდო ხელი ყურზე.
ამის შემდეგ კი მარჯვენა ხელი საზარდულთან მიიტანა და თან ტრიბუნებს გასცქეროდა.

What do you think?

-3 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი 20 წელია გოლს იტანს

2010-იან წლებში დავიდ სილვა ინგლისში ყველაზე მაგარი იყო