“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი ძალიან ახლოსაა ახალ რეკორდთან. ესპანეთის ჩემპიონატის უკვე მომდევნო ტურში არგენტინელი “ბარსას” შემადგენლობაში ჩატარებული მატჩების მიხედვით ერთპიროვნული ლიდერი გახდება. ლეო ყველა ტურნირზე ნათამაშები მატჩების რაოდენობითაც რეკორდამდე ძალიან ახლოსაა.
მესი ლა ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში ძირითადში იყო. ეს კი მისი 505-ე მატჩი გამოდგა “ბლაუგრანას” რიგებში ქვეყნის ჩემპიონატის ეგიდით. ამ მაჩვენებლით ის “ბარსას” ლეგენდას, ჩავის გაუთანაბრდა. ისინი საკმაოდ მოწყდნენ მესამე ადგილოსანს – ანდრეს ინიესტას 442 მატჩი აქვს ჩატარებული პრიმერაში.
მოქმედ ფეხბურთელეთაგან ოთხეულში მოხვდა სერხიო ბუსკეტსი, რომელსაც 398 თამაში უგროვდება.
ყველა ტურნირზე მატჩების მიხედვითაც ჩავი ლიდეორბს – 767. მესის 759 თამაში აქვს აქტივში და როგორც ხედავთ შორს არც ამ რეკორდის მოხსნაა.
წლევანდელ ლა ლიგაში ლეოს 13+2 ქულა აქვს 19 მატჩში.
მესის კონტრაქტი “ბარსელონათან” ამ ზაფხულს იწურება.
GIPHY App Key not set. Please check settings