in

მესი ინკოგნიტოდ ცხოვრობს, მას ვერავინ ხედავს

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის შვილმა, ტიმმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის გაცნობის ბედნიერება ჯერ კიდევ არ ქონია.

„ეს ჯერ არ მომხდარა. მესი ძალიან ინკოგნიტოდ ცხოვრობს. მას ვერავინ ხედავს. ერთხელ მამა მასთან დავტოვე. ის იქ ინტერვიუზე იყო მისული. ისინი სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ და საუბრობდნენ.
მაგარი სანახავია, როცა მამაშენი, რონალდ კუმანი, ამ საკითხზე დიდად არ დარდობს, თუმცა მესისთან საუბარს მოუთმენლად ელის“.

მესის კონტრაქტი „ბარსასთან“ 2021 წლის ივნისში მთავრდება.

არგენტინელმა კატალონიურ კლუბთან ერთად ლა ლიგაში 19 მატჩში ითამაშა და 13 გოლის გატანა შეძლო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხარაიშვილი უნგრეთის საუკეთესო გუნდში ითამაშებს

გაუგებრობა თუ არაღიარება: შეიხს ქალი მსაჯები არ მოეწონა