in

გაუგებრობა თუ არაღიარება: შეიხს ქალი მსაჯები არ მოეწონა

ყატარმა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ქმედების გამო თავი გაიმართლა.

საქმე ისაა, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიაზე შეიხი ჯოან ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-ტანი ფინალის ყველა მონაწილეს მიესალმა, გარდა ქალი მსაჯებისა.

„ბაიერნი“-„ტიგრესის“ ფინალის შემდეგ ფიფას პრეზიდენტი მატჩის მონაწილეებს აჯილდოებდა. შეიხი ამ დროს მის გვერდით იდგა და ყველას ესალმებოდა. ქალ მსაჯებს კი მან გვერდით ისე ჩაუარა, თითქოს ისინი იქ არც ყოფილიყვნენ.

„დაჯილდოების ცერემონიის დროს, მაშინ, როცა ოფიციალურ პირებს მედლებს გადასცემდნენ, პატარა გაუგებრობა მოხდა. კორონავირუსის გამო მკაცრი რეგულაციები მოქმედებდა და მონაწილეებს ფიზიკური კონტაქტისგან თავის შეკავებას სთხოვდნენ.
ამ სიტუაციაში გაუგებრობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სამ პირს შეიხისთვის მუშტის მირტყმა არ სურდა, რაც რა თქმა უნდა, მათი უფლებაა.

ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ ნათელი გახდა ის ფაქტი, რომ ეს უბრალო გაუგებრობა იყო და შეურაცხყოფის მიყენება არავის უფიქრია. ნებისმიერი ფორმით კონტაქტი მოთამაშეთა, მსაჯთა და ტრენერთა უფლებაა. ამ უფლებას მთელი სპორტული კომიტეტი პატივს ცემს“, – ნათქვამია ყატარელთა ოფიციალურ განცხადებაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი ინკოგნიტოდ ცხოვრობს, მას ვერავინ ხედავს

ლეგიონერები: ვოლკოვისა და გიგაურის გოლები, შენგელიას პასი