in

მესის მეტიჩრობის გამო ბარსელონაზე საქმე აღიძვრება

ლეო მესიმ „ბარსელონას“ ფეხბურთელები თავის სახლში შეკრიბა და „ატლეტიკოსთან“ უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ ყველას ერთად უმასპინძლა საერთო საბრძოლო სულის ამაღლების მიზნით. ეს ამდენი ხალხის ერთად თავმოყრა არ მოეწონა ლა ლიგის ხელმძღვანელობას, რადგან ამაში ანტიკოვიდური ზომების დარღვევა დაინახა.

შესაბამისად, ლა ლიგა დისციპლინარულ საქმეს აღძრავს „ბარსელონას“ წინააღმდეგ.

მესის სახლში თავმოყრისას ფეხბურთელებთან ერთად მათი მეუღლეები და მეგობარი გოგონებიც იყვნენ.

ვიდეო: მესიმ მთელი ბარსა შინ დაპატიჟა ატლეტიკოსთან მატჩამდე

ესპანეთის ჩემპიონატის ანტიკოვიდური რეგლამენტი არ კი ითვალისწინებს, 6 ფეხბურთელზე მეტის ერთად შეკრებას.

„ბარსელონას“ გადამწყვეტი თამაში ლიდერ „ატლეტიკოსთან“ შაბათს, 8 მაისს უწევს. თუ მოიგო, პირველ ადგილზე გადავა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიკვდილი ფინალისთვის: სიტი vs პსჟ – სტატისტიკა, პროგნოზი, კომენტარები

ვიდეო, ფოტო: აღდგომა ფეხბურთში – მონეტის აგდების ნაცვლად კვერცხები ჩაურტყეს