in

მესიმ ბარსაში 50 ჯარიმა გაიტანა: ერთ ფოტოზე ნახეთ როგორ – თბილისი ხომ გახსოვთ (ინფოგრაფიკა)

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ვალენსია“ 3:2 დაამარცხა. ლეო მესიმ დუბლი შეასრულა, აქედან ერთი გოლი საჯარიმო დარტყმით შეაგდო.

ეს ჯარიმა საიუბილეო გახდა მესისთვის – ახლა „ბარსას“ კაპიტანს ზუსტად 50 ჯარიმა აქვს გატანილი კლუბში.

მესის ყველა ჯარიმა ერთ ფოტოზე ვნახოთ: ფერები აღნიშნავს რომელ ტურნირზეა გოლი გატანილი, დატანილი წერტილები კი იმ პოზიციას, საიდანაც ლეო გოლებს ყრიდა.

სულ კი კარიერაში მესის 56 ჯარიმა აქვს გატანილი. ამ 50-ს კიდევ 6 ნაკრებში მიამატა.

ლურჯი – ლა ლიგა
წითელი – ესპანეთის თასი
ყვითელი – ჩემპიონთა ლიგა
შავი – ესპანეთის სუპერთასი
ნარინჯისფერი – უეფას სუპერთასი

ლეოს ორი გოლი ალბათ განსაკუთრებით გახსოვთ. დაუვიწყარი მატჩი თბილისში, როდესაც უეფას სუპერთასზე „ბარსელონამ“ დამატებით დროში 5:4 მოუგო „სევილიას“. მესიმ ორი გოლი გაიტანა და ორივე პირდაპირ ჯარიმით, ორივე პირველ ტაიმში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: 4 მაისი, მანჩესტერი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, თოვლი, სეტყვა!

რამდენი გამოიმუშავეს კლუბებმა წინა ჩემპიონთა ლიგაზე