in ,

მატჩის შედეგი არ გაუქმდება: ტორპედოს დინამოსთან მარცხი ჩაეთვლება

პარასკევს, 29 აპრილს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მეათე ტურის შეხვედრა გაიმართა.

მატჩის 96-ე წუთზე, როდესაც თბილისის “დინამო” 2:1-ს იგებდა ქუთაისელი ქომაგები “დინამოს” ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ, რაც გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა, მატჩზე მომუშავე ოფიციალურ პირებთან ერთად, მიიღეს გადაწყვეტილება შეხვედრის შეწყვეტის თაობაზე.

გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც მხარეების არგუმენტებს მოუსმინეს.

ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც სანდო წყარომ მოგვაწოდა, მატჩი თავიდან აღარ ჩატარდება და შეხვედრის ანგარიში 2:1, რომელიც ინციდენტამდე იყო დაფიქსირებული ძალაში დარჩება.

სხვა გადაწყვეტილებებს სადისციპლინო კომიტეტი კვირის განმავლობაში მიიღებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკოლოზ ბასილაშვილი საგრძნობლად დაქვეითდა-ქართველი ჩოგბურთელი მადრიდში ითამაშებს

ესპანური მედია: თავის ასაკის მეკარეებში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა