in ,

ვიდეო: ტორპედო და დინამოს მატჩი ჩაიშალა: ჩხუბი და დაპირისპირება მოედანზე

84-ე ქართული დერბი ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” შორის ჩაიშალა.

შეხვედრაში თბილისის “დინამო” 30-ე წუთზე გიორგი გაბედავას გოლით დაწინაურდა. 82-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ “დინამოს” სხვაობა ორბურთიანი გახადა.. 89-ე წუთზე კი, ირაკლი ბუღრიძემ სხვაობა შეამცირა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს კი, მოხდა, ის რაც ქუთაისელ გულშემატკივრებს არ ეკადრებათ. ქუთაისელმა ქომაგმა “დინამოს” ფეხბურთელების მისამართით ბოთლების და სხვადასხვა ნივთის სროლა დაიწყეს. ეს ყველაფერი ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა და მსაჯებმა მატჩი შეწყვიტეს. მსაჯთა და მატჩის კომისრის გადაწყვეტილებით თამაში ჩაშლილად გამოცხადდა. რა სასჯელი ელის ქუთაისის “ტორპედოს” ამაზე სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

90 წუთი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია