ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” “კადისთან” უგოლო ფრე ითამაშა. 21 წლის ქართველმა მეკარემ მატჩი სამი სეივით დაასრულა და უკვე 477 წუთია ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში საკუთარ კარში ბურთი არ მიუღია.
ლა ლიგაში ყველაზე ხანგრძლივი სერია 2014 წელს კლაუდიო ბრავოს ჰქონდა, როდესაც “ბარსელონას” შემადგენლობაში მან 561 წუთი შეძლო კარის მშრალად შენახვა. ბრავოს ეს ყველა დროის რეკორდი “რაიო ვალეკანოსთან” შეხვედრაში დასრულდა და საინტერესოა, რომ მამარდაშვილსაც მომდევნო მატჩი სწორედ “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ უწევს.
38 წლის ჩილელი მეკარე ამჯერად “ბეტისის” ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 18 ბურთი გაუშვა და კარი მშრალად მხოლოდ 3-ჯერ შეინახა.
გიორგი მამარდაშვილი კი, რომელიც ლა ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, “ვალენსიაში” ჩემპიონატის ეგიდით გამართული 13 შეხვედრიდან 7-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა. მისმა კონკურენტმა იასპერ სილესენმა ეს 15 მატჩში მხოლოდ 3-ჯერ, ხაუმე დომენეკმა კი 3 შეხვედრაში ერთხელ მოახერხა.
მამარდაშვილს ამ რეკორდამდე ჯერ ბევრი უკლია, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ლა ლიგაში ყველაზე მეტი მშრალი მატჩი ენდონი სუბისარეტას აქვს (235 მშრალი მატჩი). სუბისარეტა ბილბაოს “ატლეტიკის”, “ვალენსიას”, “ალავესისა” და ძირითადად “ბარსელონას” ღირსებას იცავდა.
მეორე ადგილზე პაკო ბაიოა (213 მშრალი მატჩი – “რეალი”). შემდეგ მოდის ასევე “რეალელი” იკერ კასილასი (177 მშრალი მატჩი), 173 მშრალი მატჩიი აქვს ვიქტორ ვალდესს (“ბარსა”) და 150 მშრალი მატჩი აქვს ლუის არკონადას (“სოსიედადი”).
მატჩის მეფე: გიორგი მამარდაშვილის შეფასება კადისთან მატჩში
მამარდაშვილი გაფრინდა და ნეგრედოს არ გაატანინა: ესპანური მედია
GIPHY App Key not set. Please check settings