21 წლის ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა, რომელიზ გასულ ზაფხულს “ვალენსიას” სარეზერვო გუნდისთვის შეიძინეს, გუნდის და მთლიანად ლა ლიგის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. გიორგიმ ლა ლიგის წლევანდელ სეზონში 18 შეხვედრა ითამაშა და 8-ჯერ შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა.
სტატისტიკების მთვლემა კომპანიამ OPTA-მ ევროპის top 5 ჩემპიონატში მეკარეები სეივების პროცენტული მაჩვენებლები დათვალა და გაირკვა, რომ გიორგი მამარდაშვილმა საკუთარ კარში დარტყმული ბურთების 73.33 % მოიგერია.
ამ მაჩვენებლით გიორგი ლა ლიგაში მხოლოდ იასირ ბონოს (სევილია) და ტიბო კურტუას (რეალი) ჩამორჩება. top ჩემპიონატებში კი, მე-14 ადგილს იკავებს. . მამარდაშვილი ისეთ მეკარეებს უსწრებს, როგორებიც: ჯანლუიჯი დონარუმა, უნაი სიმონი, ვოიცეხ შჩესნი არიან.
GIPHY App Key not set. Please check settings