Transfermarkt-მა ეროვნული ლიგის ფეხბურთელების ფასები განაახლა, რამდენიმე ფეხბურთელის საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მათ შორის “ლოკომოტივის” 20 წლის გოლკიპერ გიორგი მამარდაშვილსა და თბილისის “დინამოს” 18 წლის ტალანტ ლუკა გაგნიძეს გამოვყოფთ.
ამიერიდან გიორგი მამარდაშვილი 800 000 ევრო ღირს და ის საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. მისმა ფასმა 300 ათასით მოიმატა. იტალიურ მედიას თუ დავუჯერებთ, ლუკა გაგნიძე უკვე “იუვენტუსის” სკაუტების სიაშია. დღეიდან ლუკა 700 000 ევრო ღირს. აღსანიშნავია, რომ აქამდე მისი ფასი სულ რაღაც 150 ათასი იყო.
ეროვნული ლიგის 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი.
- გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი) – €800 000
- ლუკა გაგნიძე (დინამო თბილისი) – €700 000
- თორნიკე კირკიტაძე (ლოკომოტივი) – €475 000
- ბექა დარცმელია (ლოკომოტივი) – €425 000
- ქულად ომარ იმრანი (ლოკომოტივი) – €425 000
- გიორგი აბუაშვილი (დინამო თბილისი) – €400 000
- ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი) – €400 000
- გიორგი კოხრეიძე (საბურთალო) – €400 000
- გურამ კაშია (ლოკომოტივი) – €350 000
- ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი) – €350 000
GIPHY App Key not set. Please check settings