in

ვიდეო: დიადი პენალტი აიაქსის ტალანტისგან – პენალტი ისე დაარტყა, რომ სტადიონს გადააცილა, მართლა მთელ სტადიონს

„აიაქსის“ აკადემია რეგულარულად ჩუქნის მსოფლიო ფეხბურთს ტალანტებს. შესაძლოა ბრიან ბრობი ერთ-ერთი მათგანია, მან შეიძლება მალევე მიაღწიოს ვარსკვლავის დონეს. წელს ტანით ძლიერი ფორვარდი უკვე თამაშობს და იტანს კიდეც ძირითად გუნდში, თუმცა სათამაშო პრაქტიკა მაინც მეორე გუნდში უფრო აქვს.

იქ კი კურიოზი შეემთხვა. „ალმერესთან“ მატჩში ბრობი პენალტის დასარტყამად მივიდა. დაარტყა ძალიან ძლიერად. იმდენად ძლიერად, რომ ბურთი სტადიონის მიღმა გაფრინდა. მართალია ეს სტადიონი არც თუ მაღალია, მაგრამ მაინც მთელ სტადიონს როგორ უნდა გადააცილო.

ამ რაკურსით აცილება უკეთ ჩანს.

https://twitter.com/TheEuropeanLad/status/1388204041579139076

ბრობი უბრალო ბიჭი რომ არ არის, ამაზე ისიც მოწმობს, რომ მისი აგენტი თვით მინო რაიოლაა, 19 წლის ფეხბურთელმა კი „აიაქსთან“ კონტრაქტი ვერ გააგრძელა და უფასოდ მიდის „ლაიპციგში“.

სანამ სიმაღლეებს მიაღწევს, ცოტა სიზუსტეზე წავარჯიშება არ აწყენდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირია: გაგნიძის ფასი საგრძნობლად გაიზარდა

ფოტო: გაბრიელა – ჰაალანდის უმცროსი და