in ,

ჯანო ანანიძე: მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ფორმა აღვიდგინო და დინამოს დავეხმარო

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი შეემატა. მომავალი ტურიდან Crystalbet ეროვნულ ლიგაში ჯანო ანანიძე ითამაშებს. ჯანომ თბილისის “დინამოსთან” 1+1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

Exclusive: ჯანო ანანიძე თბილისის დინამოშია

საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში მოხვედრის შემდეგ, ქართველმა შემტევმა კომენტარი გააკეთა.

“თბილისის „დინამო“ ისტორიული კლუბია და მოხარული ვარ, ამ დიდ კლუბში თამაშის საშუალება რომ მომეცა. უკვე რამდენიმე ხანია, რაც კლუბთან ერთად ვვარჯიშობ. კარგი ატმოსფეროა, ბიჭები კარგად დამხვდნენ. რა თქმა უნდა, ნახევარზე მეტს ვიცნობდი. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ „დინამოს“ წინსვლაში დავეხმარო.
ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ მაქსიმალურად შევეცდები, ფორმა აღვიდგინო და დავეხმარო „დინამოს“ და საქართველოს ნაკრებს”, – თქვა ჯანო ანანიძემ.

28 წლის ანანიძე სხვადასხვა დროს:მოსკოვის “სპარტაკში, “როსტოვში”, “კრილია სოვეტოვში”, “ანორთოსისში” და “როტორში” გამოდიოდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა: მთავარი ბრძოლა ბევერენში შედგება

მამარდაშვილი ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირია: გაგნიძის ფასი საგრძნობლად გაიზარდა